სახელმწიფო დეპარტამენტი

კელი: რასაც პრესმდივანი ამბობს, არის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა

ეს სემანტიკის საკითხია, მე ერთი წელი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ვიყავი, ეს პოზიცია კი, შეკითხვებზე პასუხის გაცემას გულისხმობს, შემდეგ, ეს პასუხები იქცევა ხოლმე დეპარტამენტის განცხადებად, ეს განცხადებაც გაკეთდა ზეპირად და ბრიფინგზე, თუმცა, ყველაფერი, რასაც პრესმდივანი ამბობს, არის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა, ასე, რომ აქ საქმე სემანტიკურ მნიშვნელობაშია, ეს არ იყო წერილობით გავრცელებული განცხადება, არამედ, კითხვებზე პასუხი, რაც შეეხება თავისუფალ მედიას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

აშშ-ის ელჩი იან კელი რუსთავი 2-ის საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე. (რუსთავი 2-ის თარგმანი). ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თქვა, რომ "ეს არ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ასე გასაღება ამ ინფორმაციის არის სრულიად არასწორი, ეს იყო დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხი".

კომენტარები