სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეერთებული შტატების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ჩარლზ კაპჩანი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპულ და ევრაზიულ საქმეებში ბრიჯიტ ბრინკი.

უწყების ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა რეგიონული საკითხები და უსაფრთხოების არსებული გამოწვევები იყო. უსაფრთხოების არსებულ ვითარებაზე საუბრისას საქართველოს მხრიდან განსაკუთრებით გაესვა ხაზი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიისა და ოკუპაციის საკითხს. 

კომენტარები