ილია მეორე

ილია II: სიტყვის თავისუფლების გამო ადამიანი შეურაცხყოფისგან დაცული არ არის

დღეს ბევრს ლაპარაკობენ სიტყვის თავისუფლებაზე, რაც ურწმუნო და კადნიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, შეურაცხყოფა მიაყენოს როგორც ამა თუ იმ პიროვნებას, ისე მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს. მართალია, აღიარებულია, რომ გამოხატვის თავისუფლება სხვათა უფლებების შეზღუდვას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ მრავალ ქვეყანაში ადამიანი მაინც სათანადოდ არ არის დაცული შეურაცხყოფისაგან, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

 

 

ამონარიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვიდან საერთაშორისო კონფერენციაზე – "რელიგიური ტოლერანტობის ტრადიციები კავკასიაში და აზერბაიჯანის მულტიკულტურულიზმის მოდელის". ბაქო, 01.12.2016

კომენტარები