ძალიან საქმიანი, ჯანსაღი და გულახდილი დისკუსია იყო პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ეს არის ის, რითაც ენმ ყოველთვის გამოირჩეოდა, ნორმალური, ჯანსაღი შიდა დისკუსიის უნარით და იმ უნარით, რომ შიდა დისკუსიის მერე, პარტია დარჩეს ერთიანი და პარტია გამოვიდეს გაძლიერებული ნებისმიერი კამათიდან. დღევანდელი დისკუსიაც ასე წარიმართა - საქმიანად, მშვიდად, კონსტრუქციულად და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პარტიის ყრილობა გაიმართება იანვრის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, 20 იანვარს. ეს იქნება მრავალრიცხოვანი ყრილობა, დაახლოებით, 7 000 დელეგატის შემადგენლობით. დანარჩენ დეტალებს, სამოქმედო გეგმას, ყრილობის დღის წესრიგს და სხვა საკითხებს უახლოეს დღეებში სამუშაო წესით გავივლით და ვაცნობებთ საზოგადოებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად შიდა კამათისა და აზრთა სხვადასხვაობისა, გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ, პოლიტსაბჭოს ყველა წევრი პატივს სცემს და ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც შეასრულებს პოლიტსაბჭოს ყველა წევრი და რომელსაც შეასრულებს მთლიანად პარტია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ბაქრაძე: ენმ ყოველთვის გამოირჩეოდა, ნორმალური, ჯანსაღი შიდა დისკუსიის უნარით
tbl.ge/21pr
დაკოპირდა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ენმ-ის ყრილობის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




