ბიუჯეტი 2017

პრემიერი: სახელფასო ფონდსა და ადმინისტრაციულ ხარჯებს 10%-ით ვამცირებთ

ტაბულა

საქართველოს პრემიერმა დღეს გადასახადების ზრდის, ონლაინსესხების გაუქმებისა და დედოლარიზაციის საბაზრო რეგულაციების შესახებ გააკეთა კომენტარი. პრემიერმა ასევე ისაუბრა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ორგანიზაციების დიდ ნაწილში ადმინისტრაციული ხარჯები და სახელფასო ფონდი 10%-ით შემცირდება.

"ჩვენ ვაპირებთ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას. ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები",-ამბობს პრემიერი.

2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მთავრობის ხარჯები 10.5 მილიარდი ლარი იქნება, რაც წლევანდელ ბიუჯეტს 410 მილიონი ლარით აღემატება. ქვეყანაში მოქმედი 19 სამინისტროდან ექვსის ბიუჯეტის გაზრდა იგეგმება. ბიუჯეტის განახლებული პროექტით შესაძლოა, ეს ამ სამინისტროების ბიუჯეტები შემცირდეს.

კომენტარები