ონლაინსესხები

პრემიერი: სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ონლაინსესხები აიკრძალება

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს ცვლილებაზე, რომლის შედეგადაც ონლაინსესხების გაცემა აიკრძალება. პრემიერის თქმით, ეს ნაბიჯი სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად.

"პროექტის მიხედვით, იკრძალება ონლაინსესხების გაცემა, რაზეც მთავრობამ ასევე იმუშავა ეროვნულ ბანკთან ერთად. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია, როგორც უკვე აღვნიშნე, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც ზოგ შემთხვევაში მომენტალური, მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი გრძელვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება”, - ამბობს პრემიერი.

ამავდროულად პრემიერმა განაცხადა, რომ სათამაშო ბიზნესში გადასახადები გაიზრდება, რაც მიზნად ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზაციას ისახავს.

"ცვლილებები უზრუნველყოფს ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზებას, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ახალი ავტომაგისტრალების მშენებლობას, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების გაგრძელებას მოხმარდება", - ამბობს პრემიერი.

კომენტარები