სირიის კრიზისი

სირიის არმიამ ალეპოს აღმოსავლეთ რეგიონზე კონტროლი დაიბრუნა

სირიის არმიის ჯარისკაცები
EPA/SANA

სირიის სამთავრობო ძალებმა, ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ რეგიონზე კონტროლი დაამყარეს. ამ ტერიტორიას ამ დრომდე ამბოხებული ძალები აკონტროლებდნენ.

ამ ფაქტს ადასტურებს როგორც სირიის სახელმწიფო ტელევიზია, ასევე ადამიანის უფლებათა სირიული ობსერვატორია.

სირიის არმიამ და მისმა მოკავშირეებმა ალეპოს დასაბრუნებლად ოპერაცია ორი კვირის წინ დაიწყეს.

ოპერაციის დაწყებისას ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილი ათასობით მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ალყაშემოტყმულ ტერიტორიაზე 250 000-ზე მეტი ადამიანი რჩება, რომლებსაც სავარაუდოდ საკვებისა და მედიკამენტების მარაგი ეწურება.

სირიის არმიის მთავარ მიზნად კი ალეპოს სრული ტერიტორიის დაბრუნება რჩება.

ქალაქ ალეპოს 4 წელია სირიის ოპოზიციური, ამბოხებული ძალები აკონტროლებენ. სირიის მთავრობას კი, ირანის სამხედრო და რუსეთის საჰაერო ძალები უწევენ დახმარებას.

 

 

კომენტარები