საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ფრანსუა ფიიონმა საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერების მეორე ტურში გაიმარჯვა

Getty Images

საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერების მეორე ტურში ფრანსუა ფიიონმა გაიმარჯვა. მან ხმების 66 % მოიპოვა, მისმა კონკურენტმა ალან ჟუპემ - 34 %.

ფრანსუა ფიიონმა გამარჯვების შემდეგ თავის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

"გამარჯვება ჩემია. ეს არის გამარჯვება, რომელიც რწმენაზეა აგებული. ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება, ვიყოთ თანამედროვე, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც იქნება ევროპის ლიდერი", - თქვა ფიიონმა.

ალან ჟუპემ ფიიონს გამარჯვება უკვე მიულოცა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 27 აპრილს გაიმართება, სადაც ფიიონის მთავარი მეტოქეები ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი და სოციალისტური პარტიის კანდიდატი იქნებიან.

საფრანგეთის სოციალისტური პარტიის პრაიმერის პირველი ტური 22 იანვარს გაიმართება.

კომენტარები