რუსთავი 2-ის საქმე

დოლიძე R2-ზე: ეს სასამართლოს საქმეა, სხვა კომენტარის გაკეთების საშუალება არ მაქვს

ეს არის სასამართლოში არსებული თემა და დარწმუნებული ვარ, რომ უნდა გამოვიდეს სწორი განაჩენი. მე როგორც აწ უკვე მთავრობის წარმომადგენელს, სხვა კომენტარის გაკეთების არც საშუალება მაქვს და არც ვიქნები სწორი, რომ სხვა კომენტარი გავაკეთო. რუსთავი ორმა იმდენი მეპატრონე გამოიცვალა, რომ ეს სასამართლოს საქმეა თავიდან ბოლომდე, ამიტომ... პლურალისტული მედიის განვითარებას ქვეყანაში გადამწყვეტი როლი ენიჭება და დღეს, როგორც არასდროს, მედია თავისუფალია ამ ქვეყანაში, ამასთან დაკავშირებით, მე მგონი, რუსთავი ორიც არ დავობს.

ევროინტეგრაციის მინისტრი, თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები