საქართველოს პარლამენტი

დოლიძე: ისტორიულ, ეპოქალურ პერიოდში უწევს ახალ მთავრობას მოღვაწეობა

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი დღე იყო, იქედან გამომდინარე, რომ პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტია. მე ვიტყოდი, რომ ისტორიულ, ახალ, ეპოქალურ პერიოდში უწევს ახალ მთავრობას მოღვაწეობა იმ გამოწვევებიდან და ასევე შესაძლებლობებიდან გამოდინარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას, ეფექტურ განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს ინტეგრაციულ პროცესებს უკავშირდება საერთო ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება დროულად ჩვენი ადგილის დასამკვიდრებლად.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ევროინტეგრაციის მინისტრი ვიქტორ დოლიძე მთავრობის დამტკიცების შემდეგ.

კომენტარები