შინაგან საქმეთა მინისტრმა სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ოთო კახიძის კითხვაზე პასუხად მოიტყუა. შემდეგ კი რიტორიკული კითხვა დაგვისვა - დავიგინო თუ დავიფიცო, რომ კრიმინალი არ გაზრდილაო. ბატონო გიორგი ჩვენ არც თქვენი დაფიცება გვინდა, არც თქვენი დაგინება, ჩვენ გვინდა, რომ გამოაქვეყნოთ ინფორმაცია კრიმინალთან დაკავშირებით, როგორც ეს ხდება ნორმალურ დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყნებში. მე გავეცანი თქვენს ბიოგრაფიას, სადაც აღნიშნულია, რომ 1999 წლიდან 2004 წლამდე იყავით შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიბელი და მივხვდი, რომ დაგინება, დაფიცება და სხვა შევარდნაძისეული მეთოდები თქვენთვის ალბათ უფრო ნაცნობი და მშობლიურია.
tbl.ge/219n
დაკოპირდა

მთავრობის დამტკიცების სხდომაზე ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა. ცნობისტვის, სტატისტიკაზე რომელიც არ ქვეყნდება გუშინ შსს მინისტრმა თქვა "გინდათ დავიფიცო თუ დავიგინო, რომ ეს სტატისტიკა ქვეყნდება?"
ამავე თემაზე
- დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სოფელში კაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია
- "ცივი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა" – თბილისში 1 პირი დააკავეს
- კერძო ბაღის აღმზრდელი 2 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დააკავეს
- მანქანა შეაჯახა 2 ქვეითს, შემდეგ დაზიანებები მიაყენა - ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ქუთაისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს




