საქართველოს პარლამენტი

კვირიკაშვილი: მე ვარ აბსოლუტურად პასუხისმგებელი წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტზე

იყო თქვენი ძალიან არაკორექტული კითხვა ნომინალურ პრემიერმინისტრობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე მაინც კონსტრუქციულად გიპასუხებთ - აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტზე და ყველა საკადრო გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება დღეს მინისტრთა კაბინეტის ფარგლებში. და იმ საკადრო გადაწყვეტილებებზეც, სადაც ვრცელდება ჩემი კომპეტენცია.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი უმცირესობასთან შეხვედრაზე, ენმ-ის წევრის ნიკა მელიას კითხვაზე, მისი დაკომპლექტებულია თუ არა მინისტრთა მომავალი კაბინეტი.

კომენტარები