რამდენადაც არ უნდა ჰქონდეს ვიქტორს პირადი ემოციები ამ საკითხთან მიმართებით, მე ვფიქრობ, რომ არავინ სთხოვს მას დღეს პროკურატურის პოზიციის დაცვას, მაგრამ მინიმუმ მეორე მხარეს არ უნდა გააკეთოს კომენტარები. მით უმეტეს, რომ ამ კომენტარს არაფერი სიმართლესთან საერთო არ გააჩნია. ჩვენ ვენდობით იმ ინსტიტუციებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში მოქმედებენ და მათი მიღებული გადაწყვეტილებები არავითარ შემთხვევაში არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. არც დღეს ატარებს და არც გასული 4 წლის განმავლობაში, არცერთ მომენტში ეს ასე არ ყოფილა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს განაცხადება იყო ძალიან შორს სიმართლისგან. ვფიქრობ, რომ ვიქტორს ეს ემოციური განცხადება მოუვიდა.
tbl.ge/211i
დაკოპირდა

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრის, ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატის ვიქტორ დოლიძის განცხადებაზე, რომ "როგორც ადრე ვამბობდი, ახლაც იგივეს ვიმეორებ - კაბელების საქმეზე პირების დაპატიმრება იყო წინა პრემიერის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება".
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




