როგორც ადრე ვამბობდი, ახლაც იგივეს ვიმეორებ - კაბელების საქმეზე პირების დაპატიმრება იყო წინა პრემიერის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩემთვის უმთავრესია პრინციპები და ღირებულებები, რასაც მე არასდროს გადავუხვევ. დანარჩენი სხვა - თანამდებობა, ეს არის მეორეხარისხოვანი. რაც შეეხება ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს, გიორგი კვირიკაშვილის გუნდში არის სწორი გადაწყვეტილება, ისევე როგორც მანამდე გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით არ მაქვს ერთი კითხვაც კი, სწორად მოვიქეცი თუ არა. კაბელების საქმე და იმ ხუთი ადამიანის დროულად გათავისუფლება, ჩვემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ვფიქრობ, აქედან უფრო მეტის გაკეთებას და მხარდაჭერას შევძლებ.
tbl.ge/210i
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე კითხვაზე - რჩება თუ არა იმ პოზიციაზე, რომ ე.წ. კაბელების საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული.
ამავე თემაზე
- "იყო მუქარა, დაშინება, ბავშვის გატაცების მცდელობაც კი" – ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე
- საია: სტრასბურგმა "კაბელების საქმეზე" სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა
- პროკურატურა განმარტავს, რა ღვაწლისთვის გადაეცა აღლემაშვილს პრეზიდენტის ღირსების ორდენი
- ე.წ კაბელების საქმის პროკურორს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა
- კობახიძე კაბელების საქმეზე: იმ ადამიანებს კაპიკი არ წაუღიათ, საქმე ბოლომდე ვერ გაიხსნა