განსხვავებით ქალბატონი თეასგან, მე არასოდეს მისპეკულანტია სანდროს სახელით, მაშინაც კი, როდესაც ჩემთვის შეიძლება, ძალიან მომგებიანი ყოფილიყო, რომ მეთქვა, "დიახაც, ვაპროტესტებდი", ამაზე არასოდეს მისაუბრია. ახლაც ამაზე საუბარი მიმაჩნია ძალიან ამორალურად, რომ ქალბატონი თეა და ეს ხელისუფლება ზოგადად ხან სპეკულირებს ბარბარე რაფალიანცის საკითხით, ხან სპეკულირებს სანდრო გირგვლიანის თემით და ბევრი სხვა თემით მაშინ, როდესაც ისინი დღეს პასუხისმგებლები არიან ზუსტად ისეთივე უსამართლობაზე და მე აქ მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ სანდრო გირგვლიანის საკითხი ჩემთვის იყო ძალიან დიდი უსამართლობა და სწორედ ამიტომაც ვაპროტესტებდი. დღეს ამ საკითხით სპეკულირებს თეა წულუკიანი, რომელიც არის პასუხისმგებელი ადამიანის პირად ცხოვრებაში შეღწევაზე და ამის გამოქვეყნებაზე. ჩვენ დღეს ამაზე დავსვით კითხვა და არც ერთ ამ გამოძიებაზე პასუხი არ არის, როდესაც ის არის პასუხისმგებელი საკონსტიტუციო სასამართლოს სრულ პარალიზებაზე, შელახვასა და დანგრევაზე, როდესაც ის არის პასუხისმგებელი ურთმელიძეზე, მურუსიძეზე. სწორედ ქალბატონმა თეამ და ბატონმა ბიძინამ ჩაიხუტეს ის მოსამართლე, რომელიც ფიგურირებდა სანდრო გირგვლიანის საქმეში. ჩემთვის არის პრინციპი უსამართლობის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა მერე ამ თემებით სპეკულირება, როდესაც ეს გაწყობს.
tbl.ge/2108
დაკოპირდა

TV პირველის ეთერში, ენმ-ის დეპუტატი ელენე ხოშტარია იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს პასუხობს.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




