ნოდარ ხადური

2030: ნოდარ ხადური სავარაუდოდ კონკურენციის სააგენტოს უფროსად გადაინაცვლებს

ნოდარ ხადური
ტაბულა

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური, სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციას დაქვემდებარებულ კონკურენციის სააგენტოს უხელმძღვანელებს, ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით 2030 ავრცელებს. 

ნოდარ ხადური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად იკავებდა ფინანსთა მინისტრის პოზიციას. მან მინისტრის პორტფელი 2012 წლის 10 ოქტომბერს დაიკავა.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი 14:00-ზე მინისტრთა ახალ კაბინეტს წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს ახალი მმართველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გახდება. ქუმსიშვილის ადგილს პარლამენტში ქართული ოცნების წევრი და ყოფილი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაიკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის პორტფელს ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილიც დაკარგავს, რისი მიზეზიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ნელი ტემპია. 

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი დღეისთვის გიორგი ბარაბაძეა. 

კომენტარები