ნოდარ ხადური

ხადური: ვინ გითხრათ, რომ მთავრობიდან მივდივარ?

ვინ გითხრათ, რომ მთავრობიდან მივდივარ? ჯერ მე ვასრულებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობას, კონსულტაციები გრძელდება და პრემიერი გადაწყვეტს, ვინ წავა მთავრობიდან და ვინ დარჩება. აქედანაც ფინანსთა სამინისტროში წავალ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 250 კილომეტრია. ბევრი რამ გაკეთდა ბევრი მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა და ახალი მთავრობა და პარლამენტი, იმედია, რომ გადადგამს სერიოზულ ნაბიჯებს, რათა ეს პროგრესი იგრძნოს მოსახლეობამ.

TV პირველთან ამბობს ნოდარ ხადური. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პოზიციას დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. ქუმსიშვილს კი ეკონომიკის სამინისტროში გიორგი გახარია ჩაანაცვლებს.

კომენტარები