ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

მარგველაშვილი: ეროვნული უშიშროების კონცეფცია ბევრი თვალსაზრისით მოძველებულია

2011 წელს დაწერილი ეროვნული უშიშროების კონცეფცია ბევრი თვალსაზრისით მოძველებულია. არამარტო გამოწვევების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, საგარეო მიმართულებით ვხედავთ სირთულეებს - ეს არის ის ვითარება, რომელიც შეიქმნა უკრაინასთან მიმართებაში, ვითარება, რომელიც არის სირიაში. 2011 წელს ჩვენ საერთოდ არ გვქონდა ისეთ საფრთხესთან კავშირი, როგორის არის ISIS და “დაეში“... მეორეს მხრივ, გამოწვევების გარდა ჩვენ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯებიც, ეს არის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით, სამხედრო აღმშენებლობის თვალსაზრისით. 2011 წელს ჩვენ არ გვქონდა პაკეტი NATO-სთან, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას თვისობრივად გავაძლიეროთ და გავზარდოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. არ გვქონდა ის მიმდინარე პროექტები, რაც ახლა ვაქვს პარტნიორ ქვეყნებთან, არ იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ყოველივე ეს, ბუნებრივია, უნდა აისახოს კონცეფციაში. 

საქართველოს პრეზიდენტი გადაცემაში "მთავარი" ეროვნული უშიშროების კონცეფციის შესახებ.

კომენტარები