სავალდებულო სამხედრო სამსახური

იზორია: სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება ნაჩქარევი ნაბიჯი და პოპულიზმი იყო

უშიშროების საბჭოზე ერთხმად შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა თავდაცვის სისტემაში წვევამდელების გაწვევის შეჩერებას, იყო აბსოლუტურად ნაჩქარევი. მეტსაც გეტყვით - არსებობს ამ გადაწყვეტილების ავტორის 2015 წლის ივლისში, კომიტეტების სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომელიც ამბობს ცალსახად, რომ 2016 წელს ამ სისტემის გაუქმება არარეალისტურია და ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე წინასაარჩევნოდ სამი თვით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის ბუნერივია პოპულიზმი. დღეს გვაქვს გარკვეული პრობლემები დაკომპლექტების თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე, ჩვენ სრულიად ახალ სისტემას ვთავაზობთ წვევამდელების. თვითონ შეაფასეთ რამდენად წინააღმდეგიბრივოა ეს გადაწყვეტილება - ერთის მხრივ ამბობდე, რომ არარეალისტურია პროფესიულ არმიაზე 2016 წელს გადასვლა და ამის პარალელურად იღებდე გადაწყვეტილებას, რომლითაც აჩერებ გაწვევას ალტერნატივის გარეშე, ალტერნატივის მომზადების გარეშე. რამდენად სერიოზულია და რამდენად ნაჩქარევია - დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მისი წინამორბედის, თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვით თავდაცვის სამინისტროს წვევამდელებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდა.

კომენტარები