რუსთავი 2-ის საქმე

ბოკერია რ2-ზე: ივანიშვილისთვის ეს საკითხი ძალაუფლების დაკარგვის შიშს უკავშირდება

რუსთავი 2-თან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ შეეხება მხოლოდ რ2-ს, არ შეეხება მხოლოდ იმ ხალხს, ვისაც რაღაც პოლიტიკური შეხედულებები აქვს... ეს იქნება ხარისხობრივად უმძიმესი დარტყმა ჩვენი ლიბერალური დემოკრატიის ტრადიციისთვის, უსაფრთხოებისთვის, ყველა ჩვენი მთავარი პარტნიორისთვის დაწყებული აშშ-ით, ევროკავშირით გაგრძელებული. გვესმის, რომ რისკი ძალიან მაღალია იმიტომ, რომ ივანიშვილისთვის ეს საკითხი არის ძალაუფლების დაკარგვის შიშთან დაკავშირებული. ამიტომ, ვაცნობიერებთ ამ საფრთხეს ძალიან კარგად, მაგრამ ივანიშვილი უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ რა მომენტიც არ უნდა იპოვოს ამ საბედისწერო გადაწყვეტილებისთვის, ყველა შემთხვევაში, მისთვის ფასი იქნება ძალიან მაღალი.

პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან გიგა ბოკერია რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები