სამწუხაროდ, ის, რაც მოხდა ქართული ოცნების მმართველობის გასული 4 წლის განმავლობაში, არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ახალი ხელისუფლება აღმოჩნდება უფრო წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ვნახეთ, რომ გასული 4 წელიწადი იყო სრულიად ფუჭად დაკარგული დრო ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ქართველი საზოგადოება დღესაც ელოდება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას ევროპასთან, რომელსაც ჩვენ დღემდე ვერ მივაღწიეთ, სწორედ თქვენს [ქართული ოცნების] მიერ დაკარგული დროის გამო. ფაქტობრივად, შეუძლებელ პერსპექტივად გადაიქცა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, ასევე თქვენს მიერ დაკარგული დროის გამო.
tbl.ge/20e6
დაკოპირდა
ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის სხდომაზე.
სალომე სამადაშვილიერთიანი ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებაევროატლანტიკური ინტეგრაციასაქართველოს პარლამენტი
ამავე თემაზე
- რაქვიაშვილი ელისაშვილზე: სულელი უნდა იყო, წამქეზებელს აყვე და ჩხუბი შენით დაიწყო
- მდინარაძე ელისაშვილზე: ქურდულად მოპარვა რომელ კაცობაში ზის, საკადრისი პასუხი გაეცემა
- მელია ელისაშვილს: გაგიმარჯოს
- მდინარაძე ივანიშვილზე: მორჩილება არ გვაქვს, თანაბარ საწყისებზე ვმართავთ პარტიას
- საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ღარიბაშვილის ქონებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს