საქართველოს პარლამენტი

ბოკერია: ეს უმრავლესობა კრიზისისთვის მზად არ არის

სამწუხაროდ, ივანიშვილის უმრავლესობა პარლამენტში არ იძლევა არანაირი სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. ქვეყანაში იზრდება სიღარიბე, იზრდება კრიმინალი და კორუფცია. ეკონომიკა არ იზრდება. ეს არის სერიოზული კრიზისი. ჩემი აზრით, ეს უმრავლესობა კრიზისისთვის არ არის მზად. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მინიმუმ ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ივანიშვილს და მის გუნდს ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის ყველა ლეგიტიმურ, კონსტრუქციულ და დემოკრატიულ მეთოდს მივმართავთ პარლამენტში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობაზე.

კომენტარები