მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ორი დეპუტატი - სანდრა რულოვსი (ენმ) და გია ჟორჟოლიანი (ქართული ოცნება) არ ესწრება. აღსანიშნავია, რომ სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატზე უარი თქვა, თუმცა, მას უფლებამოსილება პარლამენტმა უნდა შეუწყვიტოს.
ფოტო: ტაბულა
ელექტრონული რეგისტრაცია თავდაპირველად 150-დან 141-მა დეპუტატმა გაიარა. თუმცა, როგორც ტაბულას საპარლამენტო კორესპონდენტი იუწყება, მათ, ვინც ელექტრონული რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხა, თავიანთი დასწრება შემდეგ "ხელით" დააფიქსირეს.