ქრთამის აღება

დუშეთის გამგებლის წარმომადგენლობის სპეციალისტი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლობის მთავარი სპეციალისტი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში მერი მ. დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მერი მ-მ მოქალაქეს საქონლის ყალბი წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი, რა დროსაც ის ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე).

კომენტარები