აშშ-უკრაინის ურთიერთობა

პეტრო პოროშენკომ დონალდ ტრამპი უკრაინაში დაპატიჟა

dailystormer.com

უკრაინის პრეზიდენტის პრესამსახურის ცნობით, პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პრესსამსახურის ცნობით, პოროშენკომ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ახალ ადმინისტრაციასთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.

გარდა ამისა, პოროშენკომ ტრამპი უკრაინაში დაპატიჟა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელებას, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეფორმების განხორციელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები