აშშ-უკრაინის ურთიერთობა

ჯონ მაკკეინი უკრაინის რეფორმების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს

David McNew/Getty / www.guardian.co.uk

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს წევრობაზე უარი თქვა. განცხადება ამის შესახებ სენატორმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

მაკკეინი აცხადებს, რომ მისთვის დიდი პატივია საბჭოში მიწვევა. მაგრამ, ამერიკის კონსტიტუციის დებულებების თანახმად, რომელიც კონგრესის წევრების უცხო ქვეყნების მთავრობებთან ურთიერთობას არეგულირებს, იძულებულია, ეს მოწვევა არ მიიღოს. მაკკეინის განცხადებით, იგი კვლავაც ამაყობს, რომ უკრაინის მეგობარი და მხარდამჭერია და ყველაფერს გააკეთებს უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის შესაჩერებლად.

პრეზიდენტ პოროშენკოს ბრძანებულება რეფორმების საერთაშორისო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, გუშინ გამოქვეყნდა. მის შემადგენლობაში ჯონ მაკკეინიც იყო, რომელმაც, სააკაშვილის განცხადებით, მანამდე დანიშვნაზე პრინციპული თანხმობა განაცხადა.

კომენტარები