NDI-ის ანგარიში

NDI: ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია სამართლებრივი მუქარის ქვეშაა

"მედია გარემო რეგიონში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია, თუმცა პოლიტიზირებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია საშუალება სამართლებრივი მუქარის ქვეშაა", - ამის შესახებ NDI-ის ანგარიშშია ნათქვამი.

"მედია გარემო რეგიონში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია, თუმცა პოლიტიზირებული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია საშუალება სამართლებრივი მუქარის ქვეშაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. კონკურენტული, მრავალპარტიული არჩევნები ჩვეულ ნორმას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების (გარდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისა), დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია.

თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარემო გაუარესდა და მაგალითად მოჰყავთ მათი წარმომადგენლების დაპატიმრება, ძალადობისა და სროლების შემთხვევების დაუსჯელობა და არათანაბარი პირობები. ეს ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები, ნაწილობრივ, ორ მთავარ პარტიას შორის არსებული განსხვავებული პერსპექტივისა და გამოცდილების მაჩვენებელია. წინასაარჩევნო გარემოზე ამ ორ პარტიას შორის მიმდინარე დაპირისპირება დომინირებდა", - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

კომენტარები