უკრაინა

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა ხატია დეკანოიძემ თანამდებობა დატოვა

ხატია დეკანოიძე
facebook.com/arsen.avakov

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა ხატია დეკანოიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი საკუთარ Facebook-ზე წერს. ავაკოვის თქმით, თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით უკრაინის შსს-ს დეკანოიძემ 11 ნოემბერს მიმართა. 

ხატია დეკანოიძე ეროვნული პოლიციის უფროსად 2015 წლის 4 ნოემბერს დაინიშნა. დეკანოიძე საქართველოს განათლების მინისტრი და პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები