მანანა კობახიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

ტაბულა

ქართული ოცნების წევრის თემურ ჭკუასელის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე მანანა კობახიძემ უარი თქვა. მისივე თქმით, ამ პოსტზე სოფიო კილაძის კანდიდატურა განიხილებოდა.

როგორც ჭკუასელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, კობახიძის განმარტებით, ის გზას ახალგაზრდებს უთმობს. როგორც ცნობილია, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კობახიძე ვიცესპიკერად არდანიშვნის გამო ნაწყენი იყო. მან რუსთავი 2-თან საუბარში მანამდე აღნიშნა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, ვიცესპიკერის პოსტს დასთანხმდებოდა.

ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, მანანა კობახიძე პარლამენტშია, თუმცა, ის ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.

ჭკუასელისვე ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ლერი ხაბელოვი იქნება.

მე-9 მოწვევის პარლამენტის სხვა კომიტეტებში თანამდებობები უკვე გადანაწილებულია.

კომენტარები