გლდანში მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.
სამინისტროსვე ცნობით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





