აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2016

პატრიარქი ტრამპს: თქვენო აღმატებულებავ, გილოცავთ პრეზიდენტად არჩევას

მის აღმატებულებას, ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს

თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აშშ პრეზიდენტად არჩევას. ჩვენს რთულ დროს ეს ფრიად საპატიო, მაგრამ მძიმე ტვირთი უფლის განგებით დღეს თქვენ დაგეკისრათ. ინებოს ღმერთმა, თქვენი მსახურება იყოს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმამტკიცებელი, სამართლიანობის აღმდგენი და შემდგომი წარმატებების მომტანი როგორც თქვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოსათვის, მათ შორის საქართველოსთვის.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

კომენტარები