აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები

ტრამპის პრეზიდენტად არჩევა აშშ-ში კვლავ გააპროტესტეს

დემონსტრანტები კოლორადოში
AFP

პროტესტის მეორე ღამე ამერიკაში - დემონსტრანტები დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევით კვლავ უკმაყოფილო არიან, თუმცა, ქალაქებში ამჯერად ადამიანების უფრო მცირე რაოდენობა გამოვიდა.

ტრამპის გამარჯვებას ძირითადად ახალგაზრდა ამომრჩეველი აპროტესტებს. ისინი ტრამპის რასისტულ და სექსისტურ გამონათქვამებს იხსენებენ.

დონალდ ტრამპი აქციებს ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა - "მქონდა ღია და წარმატებული საპრეზიდენტო კამპანია. ახლა მედიისგან წაქეზებული პროფესიონალი დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ. დიდი უსამართლობაა!"

მანამდე, ტრამპი პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა თეთრ სახლში და "კარგი კაცი" უწოდა, თუმცა, კამპანიისას ახლადარჩეული პრეზიდენტი ამბობდა, რომ "ობამამ შექმნა ISIS".

კომენტარები