ჩანთის წონამ ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სამი გზა გვაქვს, ერთი - მსუბუქი წიგნის სტანდარტი უკვე შევიმუშავეთ, როგორ ქაღალდზე უნდა იყოს, რომლის შემთხვევაშიც, მთელი ჩანთის წონა - წიგნებით და რვეულებით - არ უნდა აღემატებოდეს სამ კილოგრამს, ეს არის სტანდარტი, ნებისმიერი ასაკისთვის დაშვებული. ამას უკვე ვაკეთებთ, შემდეგი წიგნები იქნება ამ სტანდარტის. მეორე, რასაც ვაკეთებთ - განიტვირთება ქვედა კლასების პროგრამა, იმდენი საგანი დღეში რომ აღარ ექნება, იმდენი წიგნის წაღება არ მოუწევთ და ჩანთა დამსუბუქდება. მესამე, ჩვენ ნებაყოფლობით ალტერნატივად შემოვიღებთ ელექტრონულ წიგნებს, ოჯახი თუ გადაწყვეტს, ბავშვს შეეძლება, სახლში იმუშაოს ქაღალდის წიგნებით, ხოლო სკოლაში წაიღოს მხოლოდ კომპიუტერი. ანუ წიგნების წინ და უკან ტარება, შესაძლოა, აღარ დასჭირდეს.
განათლების სისტემა
ჯეჯელავა: მსუბუქი წიგნის სტანდარტი შევიმუშავეთ, ჩანთის წონა 3კგ-ზე მეტი არ უნდა იყოს
tbl.ge/1zw2
დაკოპირდა

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გადაცემა 20-30-ის ეთერში.
ამავე თემაზე
- განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის, სწავლების შეტანას გეგმავს
- "ზოგადი განათლების ახალი ხედვა" – წულაძემ სასკოლო განათლებაში ცვლილებები წარადგინა
- სამთავრობო კომისია შეიმუშავებს კონცეფციას, რომელსაც უმაღლესი განათლების რეფორმა დაეფუძნება
- კობახიძე: სკოლა პატრიოტულ სულისკვეთებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, პროექტი მომზადებულია
- კობახიძე: წელსვე უნდა უზრუნველვყოთ 2-3 ათასი კურსდამთავრებულისთვის 4 თვიანი სტაჟირების გავლა




