განათლების მინისტრი

ჯეჯელავა: ბარიერი იხსნება, ჩაჭრილი მასწავლებელი არასდროს აღარ გვეყოლება

მასწავლებელთა გამოცდაზე ბარიერი იხსნება, პირობას გაძლევთ, ეს უკვე გადაწყვეტილია, რომ ბარიერი გამოცდას არ ექნება. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გადავა შემდეგ დონეზე. მაგალითად, გავალთ მე და თქვენ გამოცდაზე, თქვენ აიღებთ 85%-ს, მე ავიღებ 15%-ს, არცერთი არ ჩავჭრილვართ, უბრალოდ, თქვენ 85%-ის შესაბამისი კრედიტები დაგერიცხებათ, მე 15%-ის. ჩემი კრედიტები არ ეყოფა შემდეგ დონეზე გადასვლას, თქვენი კრედიტები ეყოფა. ე.ი., მე რა უნდა ვქნა? უნდა გავაგრძელო, სხვა გამოცდა ჩავაბარო, პუბლიკაცია გავაკეთო, სოციალური აქტივობა გავაკეთო და დავაგროვო საკმარისი კრედიტები. ჩაჭრილი მასწავლებელი არცერთი არასდროს აღარ გვეყოლება და სიტყვა "გამოცდაც" მინდა, რომ ამოვიღო ამ სისტემიდან, არ შეიძლება, გამოსცადო ის ადამიანი, რომელიც 30 წლის განმავლობაში გამოსცადა ცხოვრებამ, თაობები ჰყავს აღზრდილი და ახლა იმათ შვილიშვილებს ზრდის ლამის, ვინც თავის დროზე გაზარდა. ეს ადამიანი გამოცდილია და მისი გამოცდა აღარ შეიძლება, მისი კვალიფიკაციის დადასტურება - კი, ბატონო.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა 20-30-ის ეთერში.

კომენტარები