არჩევნები 2016

პრეზიდენტი: ენმ-მ და ოცნებამ საარჩევნო ველი სრულად დაიკავეს, ჩემი ხმა დაიკარგა

ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები უკრაინიდან, ოდესიდან ისეთ დონემდე ასული, რომ ჩვენ მოგვიხდა უკრაინის საელჩოდან წარმომადგენლების დაბარება და 2-3 დღით ადრე ძალიან ნათლად დაფიქსირება, რომ საარჩევნო პროცესში ასეთი ჩარევა აბსოლუტურად მიუღებელია. ქართულ ოცნებასაც სჭირდება საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაცია და ბუნებრივია, ასეთ საკითხებზე აკეთებს მკაცრ განცხადებებს და ზუსტად ასევე, ენმ-საც სჭიდებოდა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაცია ან არ ვიცი, რა მიზეზით, მათი ერთ-ერთი ლიდერი ძალიან აქტიურად იყო შემოსული ამ რიტორიკით საარჩევნო ველზე. საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლას. ეს ნიშნავდა იმას, რომ ვითარება ექსტრემალურ პირობებში გადავიდოდა. არჩევნები ისედაც დაძაბული ფონია. როცა ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ძებნილია, ჩამოდის იმ ტერიოტრიაზე, სადაც ის ძებნილია და ჩამოდის არა იმისთვის, რომ დაიკითხოს პროკურატურის მიერ, ბუნებრივია, ეს ავტომატურად კონფლიქტია. ეს ველი რომ დაიძაბა, მომგებიანი იყო ორივე დიდი საარჩევნო სუბიექტისთვის. ამ დროს ოპოზიციმ, რომელიც ბევრად უფრო ტანმორჩილი პარტიების სახით იყო წარმოდგენილი, ვერ გაიზარა, რომ ენმ და ქართული ოცნება მოახდენდნენ ველის პრივატიზაციას. არ მოხდა ოპოზიციის გაერთიანება, მესამე ალტერნატივის ჩამოყალიბება. ამის შედეგად მოხდა ის, რაც მოხდა - ამომრჩევლის ნაწილი გაუცხოვდა საარჩევნო პრცესთან იმიტომ, რომ გაუცხოებული იყო ამ ორ დიდ პოლიტიკურ ძალასთან, ნაწილი ამომრჩევლის ხმები კი დაიკარგა, მათ შორის, ჩემიც იმიტომ, რომ მე სწორედ მრავალპარტიულ პარლამენტს მივეცი ხმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთავი 2-ზე, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები