მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ყველა შეეგუოს, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ

Reuters

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კომენტარს მისი გადადგომის შესახებ Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, არაკორექტულია მისი სხვა "მოწვეულ" ქართველებთან შედარება. მან აღნიშნა, რომ იგი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოს არჩევნებში მონაწილეობას სურვილის შემთხვევაშიც ვერ შეძლებდა. სააკაშვილის განცხადებით, იგი უკრაინელი პოლიტიკოსია და გამარჯვებას ან დამარცხებას სწორედ უკრაინაში აპირებს.

"პრეზიდენტმა პოროშენკომ მშვენივრად იცის, რომ მე საქართველოს არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია და, სურვილის შემთხვევაშიც კი, ამას ვერ გავაკეთებდი, რადგან მე უკრაინის მოქალაქე ვარ. ვინ თუ არა მან ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი დეკანოიძესთან და სხვა „მოწვეულ" ქართველებთან არაკორექტულია. ჩემს წარმომავლობაზე აპელირება ძალიან ჰგავს ავაკოვისა და მისი მსგავსი მოღვაწეების მეთოდს. მე კი მსურს, რომ პრეზიდენტი ამ რიტორიკაზე მაღლა იდგეს. მე უკრაინაში დაახლოებით იმ დროს ჩამოვედი, როდესაც ჩამოვიდა ჩემი თანაკურსელი პეტრო პოროშენკო. ის - მოლდოვადან, მე - საქართველოდან და, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ მისი იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეობა მომანიჭა. ასე რომ, ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ უკრაინაში. პრეზიდენტმა არაჩვეულებრივად იცის, რომ მე გადადგომა 6 თვის წინ მინდოდა, მაგრამ მან რეფორმების გატარების პირობით გადამაფიქრებინა. უბრალოდ ამჯერად უკვე აღარ მჯერა დაპირებების და საქართველოს არჩევნები აქ არაფერ შუაშია

P.S. ცოტა სასაცილოა იმის ყურება, თუ როგორ აკისრებენ ერთმანეთს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობა გადადგომის შესახებ ჩემი განცხადების დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობას. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რა არეულობაა ქვეყანაში", - წერს სააკაშვილი.

კომენტარები