ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.04 თეთრით, ევროსთან კი 0.5 თეთრით გამყარდა

ტაბულა

ეროვნული ვალუტა უკვე მეორე დღეა მყარდება, დღევანდელ სავალუტო აუქციონზე ლარი დოლართან 0.04 თეთრით გამყარდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.446 ლარი ღირს. ლარი დღესვე ევროსთანაც გამყარდა, ახალი კურსით, ევროს ღირებულება 2.703 ლარია, რაც წინა კურსთან შედარებით 0.5 თეთრით ნაკლებია. 

დღესვე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტაბულას კითხვაზე, თუ როგორია ლარის გაცვლით კურსზე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მთავრობის მოლოდინები, განაცხადა, რომ ის კურსის მერყეობაზე კომენტარებს არ აკეთებს. 

დიმიტრი ქუმსიშვილი წარსულში გაკეთებული განცხადებით ამბობდა, რომ ლართან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები "ნეგატივის გარდა არაფერს არ იწვევს".

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, წლევანდელი გაუფასურების პიკი კი 28 იანვარს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.498 ლარი ღირდა.

კომენტარები