ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.5 თეთრით, ევროსთან კი 1.2 თეთრით გამყარდა

wikimedia.org

ლარი დღევანდელ სავალუტო აუქციონზე დოლართან მიმართებით 0.5 თეთრით გამყარდა, ეს 18 ოქტომბრის შემდეგ დოლართან მიმართებით ლარის ყველაზე დიდი გამყარების შემთხვევაა. ახალი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.446 ლარია. ლარი დღესვე ევროსთანაც გამყარდა, ახალი კურსით, ევროს ღირებულება 2.70 ლარია, რაც წინა კურსთან შედარებით 1.2 თეთრით ნაკლებია. ეს ევროსთან მიმართებით გასული თვის მანძილზე ლარის ყველაზე დიდი გამყარებაა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, წლევანდელი გაუფასურების პიკი კი 28 იანვარს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.498 ლარი ღირდა.

კომენტარები