ელექტრომომარაგება

რეგიონებში, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რეგიონების რამდენიმე სოფელს, ასევე, ქალაქ ბათუმს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ენერგო პრო ჯორჯიას ცნობით, დღეს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება 1201 აბონენტს ნორიოში, 10:00-დან 18:00 საათამდე - 350 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფელ ლიბანში, 08:00-დან 18:00 საათამდე - 1207 აბონენტს ციხისძირში, მუხრანის ნაწილსა და ქანდაში, 08:00-დან 18:00 საათამდე - 429 აბონენტს ხაშურის რაიონის სოფლებში - ბროლოსანი და წაღვლი.

ხვალ, 8 ნოემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1100 აბონენტს ხუცუბანში, 11:00-დან 15:00 საათამდე - 3 აბონენტს ბათუმში (რედისონი, კემპინსკი და ანბანის კოშკი), 08:00-დან 18:00 საათამდე - 2859 აბონენტს ხაშურის რაიონის სოფლებში: ბროლოსანი, წაღვლი, ატოცი, აბანო და ბრეძა.

ასევე, 9 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3000 აბონენტს დაბა ლენტეხში და მიმდებარე სოფლებში, 08:00-დან 18:00 საათამდე - 1207 აბონენტს ციხისძირში, ქანდასა და მუხრანის ნაწილში.

კომენტარები