არჩევნები 2016

ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო თანამდებობები გადაანაწილა

41.ge

ქართული ოცნება საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატების სიას აქვეყნებს და უკვე ოფიციალურად ადასტურებს, რომ საკანონდებლო ორგანოს პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ვიცესპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი იქნება, ხოლო სხვა ვიცესპიკერები იქნებიან გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და ილია ნაკაშიძე.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იქნება არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დიმიტრი სამხარაძე დაიკავებს.

რაც შეეხება კომიტეტებს, რამდენიმე დეპუტატმა პოსტი შეინარჩუნა, რამდენიმე კი სხვა კომიტეტს უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი. ქართული ოცნების ინფორმაციით, გრძელდება კონსულტაციები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.

უკვე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კი, საკომიტეტო თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია. პირველი მოადგილე -გელა სამხარაული; მოადგილე - ირაკლი შიოლაშვილი.
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში. პირველი მოადგილე - გენადი მარგველაშვილი; მოადგილე - გუგული მაღრაძე.
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა. პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი; მოადგილე - ენძელა მაჭავარიანი.
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია. პირველი მოადგილე - გიორგი ბეგაძე; მოადგილე - რევაზ არველაძე.
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე. პირველი მოადგილე - სალომე ზურაბიშვილი; მოადგილე - ირაკლი მეზურნიშვილი.
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა. პირველი მოადგილე - ირინა ფრუიძე; მოადგილე - ბექა ნაცვლიშვილი.
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი. პირველი მოადგილე - ირაკლი ბერაია; მოადგილე - კობა კობალაძე.
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია. პირველი მოადგილე - ვანო ზარდიაშვილი. მოადგილე - დავით მათიკაშვილი.
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი. პირველი მოადგილე - მერაბ ქვარაია; მოადგილე - კობა ლურსმანაშვილი.
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა. პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე; მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი. პირველი მოადგილე - გურამ მაჭარაშვილი; მოადგილე - შალვა კიკნაველიძე.
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე. პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე; მოადგილე - ირაკლი ბერაია.
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე. მოადგილე - ლევან კობერიძე.

აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გაიმართება.  

 

კომენტარები