არჩევნები 2016

ბაიდენი კვირიკაშვილს: არჩევნების შედეგები დემოკრატიული რეფორმებისთვის გამოიყენეთ

huffingtonpost.com

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოს პრემიერმინისტრს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. თეთრი სახლის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ვიცეპრეზიდენტმა რეგიონისთვის დადებითად შეაფასა საქართველოს დემოკრატიული ხელმძღვანელობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა დაგმო რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება გაერთიანებული შეარაღებული ძალების შექმნის შესახებ. 

"ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ქართული ოცნების უმრავლესობა არის დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ახალი რეფორმებისთვის. ვიცეპრეზიდენტმა მოუწოდა პრემიერმინისტრს არჩევნების შედეგები გამოიყენოს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებისთვის, რაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს" - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბარი ჯო ბაიდენსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის, გუშინ, 4 ნოემბერს შედგა. 

კომენტარები