რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ბაქრაძე: სუვერენიტეტის გარეშე რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ზედმეტია

ძალიან მკაფიოა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, რომელიც დარღვეულია სწორედ რუსეთის ძალისხმევით და სუვერენიტეტის საკითხებთან დაკავშრებით. ამ საკითხების გადაწყვეტის გარეშე რაიმე სახის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რასაკვირველია, საუბარი ზედმეტია. სწორედაც რომ არ იყო საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფრონტაციული, მეტიც, ეს იყო მეტად პრაგმატული და მიმართული დეესკალაციისკენ. იყო ერთადერთი სწორი პოლიტიკა. ჩვენ ამ თვალსაზრისით და ამ საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ ძალიან მაღალი შეფასებები ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას. გრიგორი კარასინის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის იმ ჩიხიდან გამოყვანა მოხერხდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო ჯერჯერობით მზად არაა რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღსადგენად.

კომენტარები