თურქეთი

თურქეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

Al Jazeera

თურქეთის ქალაქ დიარბაქირის ცენტრში, უშიშროების სამსახურის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელსაც სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა.

აფეთქება ადგილობრივი დროით 08:00 საათზე მოხდა. ადგილობრივი პრესის ცნობით, დაშავებულია 30 ადამიანი.

ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ მანქანაში იყო დამონტაჟებული.

ტერაქტი საკუთარ თავზე ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა თურქეთის მთავრობამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიას დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გვიან ღამით პროქურთული, ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული პარტიის 11 წევრი დააკავეს.

კომენტარები