ოჯახური ძალადობა

15 წლის გოგოს დედა: ჩემს შვილს მისმა 29 წლის ქმარმა უმოწყალოდ სცემა

BBC News

არასრულწლოვნის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, 15 წლის გოგონა 29 წლის მამაკაცთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. 

"ბავშვი რომ წაიყვანა, იმ დღესვე მოვახდინე რეაგირება, მაგრამ ბავშვმა განაცხადა, ჩემი სურვილით წავყვევიო... უმოწყალოდაა ნაცემი, ჩამოყრილი აქვს კბილები, ცხვირი გატეხილი, ნეკნი დალეწილი, თავის არეში ბოთლი აქვს ჩარტყმული, ზურგზე მთლიანი ფეხის ზომა აიღო ექსპერტმა, პირდაპირ გვითხრა ექსპერტმა, რომ განზრახ სიცოცხლის მოსპობის მცდელობააო", - ამბობს დაზარალებულის დედა ტელეკომპანია მაესტროს სიუჟეტში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, დაზარალებულის ოჯახი ბრალის დამძიმებას ითხოვს, მათ შორის, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მიმართულებით. 

კომენტარები