რუსეთისა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება

Panoramio

რუსეთის სახელმწიფო დუმამ, რუსეთისა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულ დოკუმენტს მხარეებმა ხელი 2015 წლის 21 ნოემბერს მოაწერეს.

ე.წ. შეთანხმების თანახმად, გაერთიანებული დაჯგუფების მთავარი ამოცანა "შეიარაღებულ თავდასხმაზე ადეკვატური რეაგირება" იქნება.

რუსეთის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, დოკუმენტის რატიფიცირება რუსეთის ინტერესებს პასუხობს, ხელს უწყობს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას და მხარს უჭერს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას.

სავარაუდოდ, გაერთიანებულ დაჯგუფებაში შევა ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა, ორი აფხაზური მოტომსროლელი ბატალიონი, საავიაციო ჯგუფები, საარტილერიო ჯგუფები და სპეცდანიშნულების ძალების ქვედანაყოფი. დაჯგუფებას კი რუსული საოკუპაციო ბაზის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

კომენტარები