მოხის მეჩეთი

მოხის კომისიამ დაასკვნა, მაგრამ ის არ შეისწავლა, რის შესასწავლადაც შეიქმნა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის სადავო შენობის წარმომავლობის შემსწავლელმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და დაადგინა, რომ ნაცვლად საკუთარი მიზნის განხორციელებისა, გაერკვია, მოხეში მდგარი შენობა ნატაძრალი იყო თუ მეჩეთი, შენობა უბრალოდ არცერთ მხარეს არ გადაეცემა.

კომისიის შექმნიდან ორი წლის შემდეგ, მათ მუსლიმებისთვის ახალი შეთავაზება აქვთ: პირველი - სახელმწიფო შეისყიდის იმ შენობას, რომელშიც მუსლიმები აქამდე ლოცულობდნენ და მას გადასცემს მუსლიმებს, და მეორე, სახელმწიფო სოფელ მოხეში შეისყიდის მიწას და ამ მიწაზე მუსლიმებს სალოცავს აუშენებს. 

რაც შეეხება სადავო შენობას, ის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

დაპირისპირება სოფელ მოხეში 2014 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო. ადგილობრივმა მუსლიმურმა თემმა მეჩეთის დემონტაჟის დაწყება გააპროტესტა. მუსლიმები ამბობენ, რომ ეს შენობა მეჩეთია და მათ უნდა გადაეცეთ, მართლმადიდებლების თქმით კი, ეს მეჩეთი ეკლესიის ქვებით აშენდა, ის მოქმედი მეჩეთი არასდროს ყოფილა და მის მუსლიმებისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან. 

შეგახსენებთ, რომ სადავოდ მოსენებული ნაგებობის არქიტექტურაზე ცხადად ჩანს მეჩეთისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად - მიჰრაბი.

კომენტარები