რესპუბლიკური პარტია

ზაქარეიშვილი რესპუბლიკელებზე: ვითომ ოპოზიციონერობით საზოგადოება დავაბნიეთ

ჩემი წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ ჩემი ხედვები, როგორი სტრატეგიით უნდა ემოქმედა რესპუბლიკურ პარტიას კოალიციაში ყოფნისას, არ ემთხვეოდა პარტიის ძირითად სტრატეგიას. ჩემი პოზიცია იყო, რომ რაკი ვიყავით ხელისუფლებაში, უნდა ვყოფილიყავით ბოლომდე ხელისუფლებაში და მაქსიმალურად ყველა პრობლემა შიგნით უნდა განგვეხილა.. ბევრი წევრი მეთანხმებოდა, მაგრამ ზოგიერთი რომ არ მეთანხმებოდა, ეს იწვევდა გარკვეულ დისკომფორტს, ვიდრე არ აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი უმცირესობაში... არჩევნების შედეგები აღმოჩნდა სავალალო, კი არ წაგვიგია არჩევნები, კრახი გაგვიცადეთ. აღმოჩნდა, რომ ჩემი პოზიცია უფრო მართალი ყოფილა, რომ ამ დაპირისპირებით და ამ ვითომ ოპოზიციონერობით საზოგადოება საერთოდ დავაბნიეთ. კოალიციაში დარჩენა-არდარჩენამდე არ უნდა მისულიყო საქმე, უნდა ვყოფილიყავით კოალიციის ორგანული სხეული. მე ვთვლი, რომ საზოგადოება დავაბნიეთ, საზოგადოება ვერ მიხვდა, ჩვენ ოპოზიცია ვიყავით თუ ხელისუფლება. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პარტიის დატოვებაზე.

კომენტარები