კრიმინალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი - 1995 წელს დაბადებული ნ.ს. და 1995 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 24,8018 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 10 აბი "ენ-დე-მა" ამოიღეს.

"ასევე, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2,3903 გრამი ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება", - აღნიშნავს უწყება.

გამოძიება ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები