არჩევნები 2016

ბესელია: ამ არჩევნებით გაიზომა ყველა პოლიტიკური პარტიის ნდობის ხარისხი

მე მგონი, არჩევნების შედეგებმა იმდენად ნათელი გახადა, როგორია პარტიებისადმი ჩვვენი ამომრჩევლის მხარდაჭერა და ნდობა, რომ საჭიროა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დიახ, რეალურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები. მე სწორედ ეს მოლოდინი მქონდა და იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მარტო მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ, რომ დასრულდა ის დაყვედრების და მუდმივად მოძღვრის როლში ყოფნის პერიოდი, როდესაც ჩვენი რამდენიმე ყოფილი პარტნიორი ამ როლიდან გველაპარაკებოდა იმ პარტიას, რომელსაც დღეს ხალხმა ასეთი ნდობა გამოუცხადა. ეს არჩევნები იყო ძალიან შთამბეჭდავი ამ თვალსაზრისითაც, როდესაც კიდევ ერთხელ და უკვე ახალ ეტაპზე გაიზომა ყველა პოლიტიკური პარტიის ნდობის ხარისხი.

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია რესუბლიკური პარტიიდან რამდენიმე წევრის წასვლაზე.

კომენტარები