არჩევნები 2016

კობახიძე: კონსტიტუცია დახვეწას საჭიროებს და ეს აუცილებლად გაკეთდება

რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს იყო თითიდან გამოწოვილი კამპანია, რომელიც ვიხილეთ ორი კვირის განმავლობაში. მთელი აჟიოტაჟი შეიქმნა ხელოვნურად, ქართველმა ამომრჩეველმა ზუსტად ამ კამპანიიდან გამომდინარე გააკეთა რაციონალური არჩევანი და ნდობა გამოუცხადა სწორედ ჩვენს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენ ამ არჩევანს აუცილებლად გავამართლებთ, ვიმოქმედებთ შესაბამისად და ჩვენი ერთადერთი ამოცანა კონსტიტუციასთან მიმართებით არის ამ დოკუმენტის დახვეწა, ეს დოკუმენტი დახვეწას საჭიროებს და ეს აუცილებლად გაკეთდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

კომენტარები